ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი “კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის წინააღმდეგ” „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში”.
„აფიფის მიერ ლიბანური მედიისთვის გადაცემული შეტყობინებები ადიდებდა და წაახალისებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის პასუხისმგებელი იყო ისრაელის საზოგადოების წინააღმდეგ მრავალ ფსიქოლოგიურ ტერორისტულ ოპერაციაზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება