არქივი26 მარტი, 2024, 06:42
ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
“ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს” – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რამადანის თვეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. რეზოლუცია ეხებოდა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდას.
“ისრაელი გაანადგურებს “ჰამასს” და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში,”- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.