ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აანონსებს

ს თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადებიან – კერძოდ, IDF-ის ცნობით, ეს შეეხება ცენტრალურ ნაწილში არსებულ ტერიტორიას, სადაც მეტწილად ლტოლვილები არიან დასახლებული.
ამ განცხადებამდე საერთაშორისო მედიებში გავრცელდა ინფორმაცია ღაზის სექტორში არსებული რამდენიმე ლტოლვითა ბანაკის დაბომბვის შესახებ. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ თეთრ სახლში -ის ოფიციალური პირებისა და ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ისრაელის ოფიციალური პირი CNN-ს ეუბნება, განსხვავებების მიუხედავად, ამ ომში ორივე ქვეყანა ერთ მხარეს არის და მათ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების განადგურება უნდა.
დღეს ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებს. მანამდე, ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა და მათ მეთაურებს ესაუბრა.