არქივი27 დეკემბერი, 2023, 05:44
ისრაელი ღაზაში ოპერაციებს აფართოებს
ღაზას სექტორში გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში სექტორის ცენტრალურ ნაწილში 100-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.
ცახალის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ისრაელი ღაზაში ოპერაციებს აფართოებს და "ჰამასთან" ომი ღაზაში სავარაუდოდ კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ღაზას სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული უწოდა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.