ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი ღაზაში დახმარების შესატანად ახალ მარშრუტებს გახსნის

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორისთვის ორი ჰუმანიტარული მარშრუტის გახსნა დაამტკიცა, რათა ტერიტორიაზე მეტი დახმარება შევიდეს.
კერძოდ, ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელახლა გაიხსნება ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ერეზის კარიბჭე და ასევე აშდოდის პორტი.
იორდანიიდან მეტი დახმარების მიწოდება კი კერემ შალომის გადასასვლელის გავლით განხორციელდება.
ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის და ჰუმანიტარული ტანჯვის თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.