ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.
ერდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.
„გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა“, – დასძინა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება