ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ ზავისთვის მზად არის – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დამატებით ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბრძოლა მეორედ შეწყვიტოს და დროებითი ზავი დადოს. აღნიშნულზე ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნების ელჩებს ესაუბრა.
იცხაკ ჰერცოგი 19 დეკემბერს 80 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ღაზის სექტორსა და ისრაელში მიმდინარე ვითარება გააცნო.
"მე შემიძლია გავიმეორო ის ფაქტი, რომ ისრაელი მზად არის, კიდევ ერთხელ უზრუნველყოს ჰუმანიტარული პაუზა და დამატებით ჰუმანიტარული დახმარება, რათა ტყვეების გათავისუფლება მოხერხდეს. ხოლო პასუხისმგებლობა სრულად სინვარსა და ჰამასის ხელმძღვანელობას ეკისრება". - თქვა ჰერცოგმა შეხვედრაზე.
ამასთანავე, ისრაელის პრეზიდენტმა ტყვეების გათავისუფლების პროცესში შეტანილი წვლილისთვის დამსწრე სახელმწიფოებს, ასევე მათ ლიდერებს, მედიასა და ქვეყნებს დიპლომატიური ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.