ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი პაუზის გამოცხადებამდე ღაზის სექტორში ოპერაციას აგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ აგრძელებენ ოპერაციას ღაზის სექტორში ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. ეს ხდება ოთხდღიანი პაუზის დაწყების წინ.
პაუზის დაწყების დრო გამოცხადდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ცხრა ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში მდებარე ნუსეირათის ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
ის დასძენს, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
IDF-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კონკრეტულ თავდასხმებზე. იხილეთ:
· ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ;
· კატარის განცხადებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული პაუზა შეთანხმებულია | რას მოიცავს ის;
· "ჰამასი" აცხადებს, რომ 150 პალესტინელი გათავისუფლდება ისრაელის ციხეებიდან, შეთანხმების საფუძველზე

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.