ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა – ბენიამინ ნეთანიაჰუ

8
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით “ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა”.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში, ბინტ-ჯბეილში, “ჰეზბოლას ძირითადი საყრდენი პუნქტის განადგურების ზღვარზეა”.
პრემიერმა დაადასტურა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალა, “კვლავაც უზრუნველყონ უსაფრთხოების ზონის დაცვა” ამ ტერიტორიაზე და გააფართოონ იგი აღმოსავლეთით.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ომში ისრაელის მიზნები კვლავ თანხვედრაშია შეერთებული შტატების მიზნებთან.
“ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ან თუნდაც როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება შესაძლებელია, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია