ისრაელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მატების ფონზე

იზრდება ზეწოლა ისრაელზე, მის მიერ ღაზაში წარმოებული ომის დროს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მაღალი რიცხვისა და საავადმყოფოების განადგურების გამო.
19 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც გამოდის მოწოდებით “საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი და მდგრადი შეწყვეტისკენ”.
ღაზაში ომს წინ უძღოდა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მეომრების თავდასხმა ისრაელზე, 7 ოქტომბერს – ისრაელი აცხადებს, რომ “ჰამასის” წევრებმა მოკლეს 1139 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, და გაიტაცეს 250 პირი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18,800-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ