არქივი22 აპრილი, 2024, 06:51
„ისრაელი მალე „ჰამასს“ დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მალე „ჰამასს“ "დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს" მიაყენებს, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ უარყო წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება და ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.