ისრაელი იტყობინება ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების დახოცვის შესახებ

ისრაელის არმიამ, საკუთარი განცხადებით, აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰემასის საღალი რანგის სამი მეთაური მოკლა ღაზის სექტორში. არმიის საჰაერო ძალების თანახმად, ისინი დაიღუპნენ პალესტინელთა ტერიტორიის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში საჰაერო თავდასხმის შედეგად.
ამავე ინფორმაციით, ისინი ჰამასის მოქმედებს მეთაურობდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში. ეს ცნობა ჰამასს ჯერ არ დაუდასტურებია.
ისრაელის არმიამ ამასთან გააგრძელა თავისი ოპერაცია შიფას საავადმყოფოში ქალაქ ღაზაში. შეტაკებების დროს დახოცილი ჰამასელების რიცხვი 90-ს უდრის. დაკავებულია 160 ეჭვმიტანილი. ისრაელის არმიამ ოპერაცია საავადმყოფოში 18 მარტს დაიწყო.
ეს უკვე მეორე ოპერაციაა რომელიც საავადმყოფოში ხორციელდება. უკვე ნოემბერში, ისრაელის არმიამ, ფართო საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ასევე მოაწყო ოპერაცია საავადმყოფოს შენობაში. ისრაელის არმია უკვე მეექვსე თვეა აგრძელებს საჰაერო და სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე.
სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ისრაელის არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით მაინც შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ ჰამასი სრულად უნდა მოსპოს.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის