არქივი16 ივნისი, 2025, 13:22
ისრაელი-ირანის დაპირისპირების ფონზე, ნავთობი მკვეთრად გაძვირდა

ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 74 დოლარს აღწევს, ხოლო WTI-ის ფასი 73 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდასთან, რომელიც ნავთობით მდიდარი რეგიონია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.