ისრაელი და “ჰამასი” ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ – Wall StreeT Journal

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 7 დღე მოქმედებდა. ადგილობრივი დროით დათქმული ვადა უკვე ამოიწურა.
ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის ქალაქ სდეროთში საჰაერო განგაში ჩაირთო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს. გასროლამ მხარეებს შორის ერთ კვირიანი სიმშვიდე დაარღვია.
პარალელურად, გამოცემა Wall StreeT Journal წერს, რომ ისრაელი და “ჰამასი” ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი