ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი ბომბავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას, იუწყებიან მსხვერპლის შესახებ

ისრაელის ძალები 16 დეკემბერს ბომბავენ სამიზნეებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, არის ცნობები ათობით პალესტინელის სიკვდილსა და დაჭრაზე - მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ისრაელის მიმართ გამოთქმული მოწოდებისა შეამციროს სამხედრო კამპანიის მასშტაბი და კონცენტრაცია მოახდინოს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ლიდერებზე.
ნასერის საავადმყოფოს მესვეურთა თქმით, კლინიკამ მიიღო საჰაერო თავდასხმების ბოლო ტალღისას დაღუპული 20 პალესტინელის ცხედრები, ასევე დაჭრილები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩევლის მხრიდან მიმდინარე კვირაში განხორციელებული ვიზიტისას ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ომს "ჰამასის" განადგურებამდე გააგრძელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.