ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას ჭურვი საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა — დაიღუპა 12 მოზარდი

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას იერიშს 12 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჭურვი ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე დასახლებაში საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ.
როგორც BBC წერს, ისრაელის მხარე მომხდარში ლინაბურ შეიარაღებულ დაჯგუფება ჰეზბოლას ადანაშაულებს, თუმცა თავად დაჯგუფება „კატეგორიულად უარყოფს” რაიმე სახის ჩართულობას მომხდარში.
საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გამთენიისას იერიში მიიტანეს ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანის ტერიტორიაზე.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ამისთვის „მძიმე საზღაურს გადაიხდის“. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპული მოზარდები 10-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.