ისრაელი აცხადებს, რომ ირანში „ბასიჯის“ ძალების სარდალი მოკლა

ისრაელის არმიის განცხადებით, მათ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) „ბასიჯის“ ძალების სარდალი ღოლამრეზა სოლეიმანი წუხელ განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს.განცხადების თანახმად, სოლეიმანის ლიკვიდაცია არის „მნიშვნელოვანი დარტყმა“ ირანის „მართვისა და კონტროლის სტრუქტურებისთვის“. ისრაელის თავდაცვის ძალები პირობას დებენ, რომ „გააგრძელებენ ძალისმიერ მოქმედებებს“ ირანელი სარდლების წინააღმდეგ.ირანულ მხარეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.ღოლამრეზა სოლეიმანი „ბასიჯის“ ძალებს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. „ბასიჯი“ არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) დაქვემდებარებაში მყოფი მასობრივი გასამხედროებული მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელსაც ორი მთავარი ფუნქცია აქვს: „ბასიჯი“ რეჟიმის მთავარი იარაღია შიდა პროტესტების ჩასახშობად “ტიტუშკების” სტილში. მას მილიონობით წევრი ჰყავს ირანის ყველა ქალაქსა და სოფელში, რაც რეჟიმის „თვალსა და ყურს“ წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში