ისრაელი აგრძელებს ღაზის დაბომბვას გაეროს გაფრთხილების ფონზე, რომ რეგიონი „ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი“ ხდება

6 იანვარს ისრაელმა გააგრძელა ღაზის სექტორის დაბომბვა გაეროს გაფრთხილების ფონზე, რომ პალესტინელთა ტერიტორია „ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი“ ხდება სამთვიანი საომარი მოქმედების შემდეგ, რომელიც მთელ რეგიონზე გავრცელების საფრთხეს ქმნის.
AFP-ის სააგენტოს კორესპონდენტები იტყობინებიან ისრაელის დარტყმების შესახებ ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე, სადაც ასეულათასობით ადამიანი ცდილობს თავი შეაფაროს საჰაერო დაბომბვებს. აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელს შორის ომის უმძიმესი ტვირთი სამოქალაქო მოსახლეობას აწვება.
გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული კრიზისი გაღრმავდა, ადამიანების შიმშილობის და დაავადებების გავრცელების გამო.
ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებს 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასი შეიჭრა მისი ტერიტორიის სამხრეთში და 1200 ადამიანი დაიხოცა.
ჰამასმა მძევლად აიყვანა 240-მდე პირი, მათი დიდი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია. პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორზე, ისრაელის არმიის საპასუხო იერიშების შედეგად დახოცილთა რიცხვმა 22 ათასს მიაღწია.
გაეროს თანახმად, მოსახლეობის 85 პროცენტი დევნილია ალყაშემორტყმული რეგიონის შიგნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”