ისრაელის 13 მოქალაქე და 4 ტაილანდელი გუშინ გვიან ღამით “ჰამასმა” წითელ ჯვარს გადასცა

ისრაელის 13 მოქალაქე და 4 ტაილანდელი გუშინ გვიან ღამით “ჰამასმა” წითელ ჯვარს გადასცა. ამ დროისთვის ისინი ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. მედიკოსების წინასწარი დასკვნით, არც ერთი მათგანი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. გათავისუფლებულებს შორის არიან ბავშვებიც. თავის მხრივ, ისრაელმა საკუთარი საპატიმროდან 39 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა.
ეს ტყვეების გაცვლის მეორე დღეა ოთხი დღის განმავლობაში. შეთანხმების მიხედვით, ისრაელი 150 პალესტინელ დაკავებულს 50 ისრაელელ ტყვეზე გაცვლის.
“მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.. მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს – ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენთან ვართ. უნდა გავუძლოთ ამ წნეხს. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით. როგორც უკვე ვთქვით, არაფერია სრულყოფილი, ვიდრე ის რეალურად არ მოხდება. შუამავლები, ეგვიპტე და კატარი, მოქმედებენ მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვისთვის და კოორდინაციას უწევენ საკითხების განხილვას ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასთან,” – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“