ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას ჰააგის სასამართლო დღეს მიიღებს

ჰააგის სასამართლო, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. გადაწყვეტილებას 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს.
სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ, საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს. სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილ ზომებს შორის არის ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა. სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, საქმის ძირითად ბრალდებას – მოხდა თუ არა გენოციდი ღაზაში, არ ეხება.
პარალელურად, ისრაელის მხარე სასამართლოს საქმის პირდაპირ უარყოფას სთხოვს. ქვეყნის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი სასამართლოსგან “ყალბი ბრალდებების“ გაუქმებას ელოდებიან.
ჰააგის სასამართლომ, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა, 11 იანვარს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს