ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ცნობით, ღაზის ალ-შიფას ჰოსპიტალში 90 შეიარაღებული პირი მოკლეს და 160 დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედროებმა სპეცოპერაციისას 90 შეიარაღებული პირი მოკლეს და 160 დააკავეს. ალ-შიფას ჰოსპიტალი ჩრდილოეთ ღაზაში მდებარეობს და ომამდე აქ მოქმედი ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება იყო, ახლა ის მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს.
"ბოლო დღეებში ისრაელის არმიამ გაანადგურა ტერორისტები და ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული იარაღის საცავი, როდესაც ამავდროულად ცდილობდა არ დაშავებულიყვნენ სამოქალაქო პირები, პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო აპარატურა" - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ბრალდებას, რომ მებრძოლები ალ-შიფას საავადმყოფოს აფარებდნენ თავს, ჰამასი უარყოფს. ალ-შიფას საავადმყოფოს ასევე თავს აფარებს ჩრდილოეთ ღაზაში იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი. ისრაელის მტკიცებით, ჰამასი ამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ინახავდა იარაღს, იქ აჩერებდნენ ისრაელელ მძევლებს და მას ასევე თავს აფარებდნენ ჰამასის ტერორისტები. ჰამასის ცნობით, ისრაელის მიერ მოკლული და დაკავებული პირები პაციენტები და იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.