ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ქნესეთმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება

ისრაელის ქნესეთმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციაში მყოფმა პარტიებმა, ოპოზიციის მემარჯვენე პარტიებთან ერთად და ბენი განცის ცენტრისტულმა „ეროვნული ერთიანობის“ პარტიამ.
რეზოლუცია 68 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს და ის სრულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ისრაელთან მოლაპარაკების შედეგადაც კი.
„ისრაელის ქნესეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება იორდანიის დასავლეთით პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. ისრაელის მიწის შუაგულში პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს, გააგრძელებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და დესტაბილიზაციას მოახდენს რეგიონში“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.