ისრაელის სპეცოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე – მოკლულია 3 მებრძოლი

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთ საავადმყოფოში სპეცოპერაცია ჩაატარა, ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად საავადმყოფოს თანამშრომლებმა გაავრცელეს. გამოქვეყნდა ვიდეოც სადაც ჩანს თუ როგორ შედიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე.
ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით დაადასტურა ისრაელმა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულია სამი მებრძოლი, რომელთაგან ერთი, მოჰამედ ჯალამნე „ჰამასის“ წევრი იყო და ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა. კიდევ ორი მოკლული “ისლამური ჯიჰადის” წევრები, ძმები, ბაზელ და მოჰამედ ალ-ღაზავები არიან.
პალესტინელთა ხელისუფლება ამბობს, რომ სპეცოპერაცია საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 10-მა პირმა ჩაატარა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ. მათივე თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, საავადმყოფოს პალატაში პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებამ რეაგირებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპაცია გრძელდება და ახდენს „ხოცა-ჟლეტას საავადმყოფოების შიგნით“.
საავადმყოფოს თანამშრომლები სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო, და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა „სიკვდილით დასაჯეს სამი მამაკაცი, როდესაც მათ ეძინათ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა