ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის სასამართლომ ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევა დაავალა

ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას უბრძანა, უზრუნველჰყოს ულტრა-ორთოდოქსური ებრაელების ჯარში გაწვევა ზოგადი საფუძვლით, სამხედრო სამსახურის შესახებ 1986 წლის კანონის უახლესი ვერსიის შესაბამისად.

სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ არ არსებობს საფუძველი განვასხვავოთ რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (იეშივები) სხვა ისრაელელებისგან, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან.

გარდა ამისა, შეჩერდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, სადაც სწავლობენ ისინი, ვისაც არ მიუღიათ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება.
კანონი, რომელიც იეშივა სტუდენტებისთვის გადავადებას უზრუნველყოფდა, 1949 წელს მიიღეს. იმ დროს დაახლოებით 400 იყო იმ ორთოდოქსი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გაწვევას. 2023 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობამ 63 ათასს მიაღწია.
2017 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც მთავრობას არ აძლევდა ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევის უფლებას, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა რეგულარულად აგრძელებდა გადავადებებს სპეციალური დეკრეტებით. უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ეს შეუძლებელი იქნება.
რელიგიური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ მოსამართლეებს არ ესმით თორის შესწავლის მნიშვნელობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.