ისრაელის სამხედრო დაზვერვის მეთაური, 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით, თანამდებობას ტოვებს
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აჰარონ ჰალივამ, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მისი ქვედანაყოფის წარუმატებლობის გამო, თანამდებობა დატოვა.
„გადაწყდა, რომ გენერალური შტაბის გენერალი აჰარონ ჰალივა გადადგება თანამდებობიდან და დატოვებს ისრაელის თავდაცვის ძალებს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გენერალ-მაიორი აჰარონ ჰალივა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში 38 წლის განმავლობაში მსახურობდა, პირველი მაღალი რანგის სამხედრო ფიგურაა, რომელმაც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო თანამდებობა დატოვა. თავდასხმა ფართოდ განიხილება, როგორც ისრაელის დაზვერვის მნიშვნელოვანი წარუმატებლობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.