ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის სამხრეთით ხან-იუნისის რაიონში წინ მიიწევენ - იოავ გალანტი

"ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის სამხრეთით ხან-იუნისის რაიონში წინ მიიწევენ". - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე "ჰამასის" დაახლოებით 10 000 მებრძოლია განადგურებული.
ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს საავადმყოფოს კომპლექსის გარშემო, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებს.
ღაზაში არსებული გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც 20-მა ქვეყანამ დახმარება შეუჩერა, ორგანიზაცია იძულებულია ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოები შეაჩეროს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.