არქივი29 ივლისი, 2024, 10:10
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც იგი ამბობს, რომ პალესტინელების დახმარების მიზნით, შესაძლოა, თურქეთი ისრაელში შეიჭრას.
ისრაელ კაცი ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს.
„ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ [ერაყში] და როგორ დასრულდა ეს“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.