ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოჯთაბა ხამენეიმ სახე უნდა გამოაჩინოს, ეს უკვე უხერხული ხდება

მოჯთაბა ხამენეიმ სახე უნდა გამოაჩინოს, ეს უკვე უხერხული ხდება, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

„მოჯთაბა ხამენეი ჯერ კიდევ არ გვინახავს. მან სახე უნდა გამოაჩინოს. შეუძლია დამალვა გააგრძელოს, მაგრამ ეს უკვე უხერხული ხდება“, – განაცხადა გიდეონ საარმა.

მისი თქმით, ირანის რეჟიმის დამხობა მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია.

„ჩვენი ქმედებები ირანის რეჟიმის რეპრესიულ მექანიზმს ასუსტებს. მისი დამხობა კი მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია. თუმცა, გარედან დახმარების გარეშე, ირანელი ხალხი საკუთარი თავის გათავისუფლებას ვერ შეძლებს“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, საარმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანისა და ირანის გასამხედროებული დაჯგუფების, „ბასიჯის“ მეთაურის, ღოლამრეზა სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ირანელი ხალხი „უფრო უსაფრთხოდ“ არის.

„აშშ-ის მიერ ალი ლარიჯანის თავზე 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული. ჩვენ ეს უფასოდ გავაკეთეთ“, – განაცხადა საარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება