არქივი18 ივნისი, 2025, 11:36
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და ასობით დრონი გაუშვა

ირანმა, პარასკევის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, დარტყმები ისრაელის მასშტაბით 40 ობიექტზე განხორციელდა, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანოში ზარალის ანაზღაურების 19 000-მდე მოთხოვნაა წარდგენილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის თავდასხმების შედეგად ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი დაიჭრა და 3 800-ზე მეტი საკუთარი სახლებიდანაა ევაკუირებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.