არქივი29 აგვისტო, 2024, 15:55
ისრაელის პრემიერის ოფისი - ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ომის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია
ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ომის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ისრაელის ოპოზიციის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე გაფრთხილება მიიღეს.
„იაირ ლაპიდი კვლავ ცრუობს. პრემიერ-მინისტრს ღაზაში ომის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია, 7 ოქტომბრამდე არც ერთი თვით და არც ერთი საათით ადრე და ამას ოქმები ადასტურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.