ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, უკვე არსებობს მძევალთა სია, რომლებსაც "ჰამასი" დღეს გაათავისუფლებს

ისრაელ-"ჰამასს" შორის ზავის მე-6 დღე - ისრაელის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, უკვე არსებობს მძევალთა სია, რომლებსაც "ჰამასი" დღეს გაათავისუფლებს; ინფორმირებულნი არიან გატაცებულთა ოჯახებიც. სხვა დეტალები არ ხმაურდება.
გუშინ დღის ბოლოს, "ჰამასმა" კიდევ 12 მძევალს მისცა სახლში დაბრუნების უფლება - მათ შორის ისრაელის ათი და ტაილანდის ორი მოქალაქეა. თავის მხრივ, საპატიმრო დატოვა 30-მა პალესტინელმა. საერთო ჯამში, ზავის დაწყებიდან, ისრაელში მყოფი 180 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა 81 მძევალი გაათავისუფლეს.
თელ-ავივი ღიად აფიქსირებს, რომ ის ღიაა არსებული შეთანხმების და, შესაბამისად, ზავის გაგრძელებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.