ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებზე – ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილებაა.
BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, „თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა“.
ამასთან, კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგი უპასუხა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო“.
მისი მტკიცებით, არ იცოდა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.
„გავიღვიძე, როდესაც ეს მოხდა“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია