ისრაელის პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ტრამპს – დონალდ, თუ უნდა ისროლო, ისროლე, ნუ ყიყინებ

ისრაელის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ცვიკა ფოგელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანის მიმართ მუქარა შეასრულოს.

„დონალდ, თუ უნდა ისროლო, ისროლე. ნუ ყიყინებ“, – წერს ისრაელელი პარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაიწყებს ყველა გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდებიან“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ბლოკადა მალე დაიწყება და მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.

„ირანს არ მიეცემა უფლება, მოგება მიიღოს ამ უკანონო გამოძალვის აქტიდან. მათ ფული სურთ და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, შესაბამის მომენტში, ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ და ჩვენი სამხედროები დაასრულებენ იმ მცირედსაც, რაც ირანისგან დარჩა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად