ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება , - ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, შოშ ბადროსიანმა განაცხადა.
შოშ ბადროსიანმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების ხელი ეგვიპტეში, დილით მოაწერეს.
„აღნიშნული 24-საათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, 72-საათიანი ფანჯარა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები ისრაელის თავდაცვის ძალებს უნდა დაუბრუნოს“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიკრიბება, ხოლო მთავრობის სხდომა მოგვიანებით გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.