არქივი31 დეკემბერი, 2023, 11:22
ისრაელის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრად ისრაელ კაცის დანიშვნას მხარი დაუჭირა
ისრაელის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ისრაელ კაცის დანიშვნა დაამტკიცა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელ კაცი ელი კოენს ჩაანაცვლებს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრი გახდება.
ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოენი უსაფრთხოების კაბინეტის წევრად დარჩება, ისრაელ კაცი კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ახალი მინისტრების დანიშვნა ისრაელის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.