ისრაელის თანახმად, ჰამასის სამხედრო მეთაურიც მოკლულია

ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ჰამასის სამხედრო ლიდერი მოჰამედ დეიფი გასულ თვეში, ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა.
დეიფი 13 ივლისს ხან იუნისის რაიონზე თავდასხმის სამიზნე გახდა.
ჰამასს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. ჰამასის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელობის თქმით, ზემოაღნიშნულ საჰაერო თავდასხმას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მათ უარყვეს, რომ დეიფი დაღუპულთა შორის იყო.
როგორც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, დარტყმის შედეგად დაიღუპა ჰამასის კიდევ ერთი მეთაური, რაფაა სალემე.
ამბობს, რომ დეიფი პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში მომხდარ თავდასხმებზე, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე თეირანში მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”