ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს" | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს.
"ჩვენ ახლოს ვართ მომდევნო ფაზასთან ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში მიწის ზემოთ... ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას", - ამბობს გალანტი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.