არქივი18 მაისი, 2024, 16:38
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.
„როგორც მისი როლის ნაწილი, იგი რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების მანევრისთვის მტრის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნეს იარაღის საცავები და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. სულ, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.