ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 180-მდე გაიზარდა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროს მათი კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაღუპული სერჟანტია.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 180-მდე გაიზარდა.
ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1300-მდე ადამიანი დაიღუპა და 240 ტყვედ აიყვანეს. ისრაელმა, ოქტომბრის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.