არქივი23 დეკემბერი, 2023, 09:57
ისრაელის თავდაცვის ძალები - გასულ კვირას ღაზაში 200-ზე მეტი ტერორისტი დავაკავეთ
გასულ კვირას ღაზაში 200-ზე მეტი ტერორისტი დავაკავეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ზოგიერთი ოფიცერი მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში იმალებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.