არქივი20 ნოემბერი, 2023, 18:39
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელმა „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე საპასუხო იერიში მიიტანა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო გასროლის საპასუხოდ, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროემა მეთულას მახლობლად მდებარე ტერორისტების ობიექტი გაანადგურეს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით შეტევა იგეგმებოდა.
ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც ლიბანიდან გასროლილი რაკეტა მისგავ ამისთან მახლობლად დაეშვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.