არქივი11 ოქტომბერი, 2024, 15:38
ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში, მეის ელ ჯაბალის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაურის, არაებ ელ შოგას ლიკვიდაცია განახორციელეს.
თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ არაებ ელ შოგა პასუხისმგებელი იყო ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ არაერთ სარაკეტო თავდასხმაზე.
ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ მათმა ძალებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომელიც ისრაელის ტერიტორიისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ ცეცხლის გასახსნელად იყო მზად და ასევე „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.