ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჰეზბოლას 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და 200 სამიზნე განადგურდა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჰეზბოლას 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და 200 სამიზნე განადგურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში, სახმელეთო ოპერაციების ფონზე, „ჰეზბოლას“ 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაჯგუფების 200-ზე მეტი სამიზნე განადგურდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 200-მდე სამიზნე, რომლებსაც მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში დაარტყეს, მოიცავდა შენობებს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი იყენებდა, ასევე იარაღის საწყობებს, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.