არქივი8 ივნისი, 2024, 15:49
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4 მძევლის, ნოა არგამანის, ალმოგ მეირ იანის, ანდრეი კოზლოვისა და შლომი ზივის, ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.
წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.