ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება

დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ისრაელის სამხედროებმა ღაზაში დროებითი ნავსადგომის სანაპირო ზონის დაცვა დაიწყეს. უახლოეს დღეებში ნავსადგომის აღდგენა ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შესაძლებელს გახდის“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დროებითი ნავსადგომის სტრუქტურის შეკეთება დასრულდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ზღვაზე შტორმის შედეგად მისი ნაწილი დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.