ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს.
„ჩვენ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან ვიმუშავეთ, რათა ახალი და გაუმჯობესებული ზომები შეგვემუშავებინა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ისრაელიდან ჩრდილოეთ ღაზაში ახალ სახმელეთო გადასასვლელს აშენებს, რომელიც დღეში სულ მცირე 50 სატვირთო მანქანას მოემსახურება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოების დღიური რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.