ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში იარაღის საწყობები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოვაჩინეთ

ალ-შიფას საავადმყოფოში იარაღის საწყობები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოვაჩინეთ, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია გრძელდება და მისი დაწყებიდან დღემდე 140 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად, „ჰამასის“ 20-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.