ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში „ჰამასის“ დასავლეთის ბრიგადის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში „ჰამასის“ დასავლეთის ბრიგადის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ლიბანის სამხრეთ სანაპირო ქალაქ სიდონში საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც „ჰამასის“ ერთ-ერთი გავლენიანი წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმის სამიზნე ხალედ აჰმადი იყო, რომელიც ლიბანში „ჰამასის“ დასავლეთის ბრიგადის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, ომის დროს აჰმადმა ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჯარისკაცებზე მრავალი თავდასხმა განახორციელა.
„ბოლო დროს ის იარაღის გადაზიდვასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაზე მუშაობდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათი განმარტებით, დარტყმა განხორციელდა, რადგან აჰმადის საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ისრაელის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.