არქივი26 დეკემბერი, 2023, 12:43
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის
ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ჩვენ მრავალ ფრონტზე ვიბრძვით. ჩვენ თავს შვიდი სხვადასხვა მხრიდან დაგვესხნენ: ღაზა, ლიბანი, სირია, [დასავლეთ სანაპირო], ერაყი, იემენი და ირანი“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექვს მათგანს ისრაელმა უკვე გასცა პასუხი.
„მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ყველა ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს პოტენციური სამიზნეა, იმუნიტეტი არავისთვის არსებობს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.