ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დროებითი ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლა კიდევ მინიმუმ 2 თვე გაგრძელდება

ს თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ როგორც კი დასრულდება ხანმოკლე ზავი „ჰამასთან“, სამხედროები სულ მცირე 2 თვით, ინტენსიურ ბრძოლებს გააგრძელებენ.
„რასაც მომავალ დღეებში ნახავთ, არის, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლება. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. ამ შესვენების დროს თქვენგან საჭირო იქნება ორგანიზება, მომზადება, გამოძიება, იარაღის შევსება და გასაგრძელებლად მომზადება. გაგრძელება იქნება, რადგან გვჭირდება გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და მძევლების შემდეგი ჯგუფებისთის იმპულსის მიცემა, რომლებიც მხოლოდ [ჰამასზე] ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან“, – უთხრა სამხედროებს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ